გერმანული გამოცემა Sport Bild-ის მტკიცებით, მიუნხენის ბაიერნის ზოგ მოთამაშეს ნაგელსმანის პრესასთან გაკეთებული კომენტარები აღიზიანებთ - ახლახანს, აუგსბურგთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, ნაგელლსმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გუნდის შემტევი ფაზა ღიად გააკრიტიკა.
გარდა ამ ფაქტისა, ფეხბურთელები ყურადღების ნაკლებობასაც განიცდიან, წყარო მტკიცებით, აშკარად იგრძნობა, რომ ნაგელსმანის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იოზუა კიმიხია, ეს კი სხვა მოთამაშეებზე უარყოფით გავლენას ახდენს.
იწერება ისიც, რომ ბაიერნში ნაგელსმანს მისი ჩაცმულობის გამოც აკრიტიკებენ - კლუბს მიაჩნია, რომ მწვრთნელს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი შოუ ბიზნესი არ არის.
სანაკრებო შესვენების დაწყებამდე, ნაგელსმანმა ბაიერნის ბაზაზე გუნდის ლიდერები ნაადრევად დაიბარა და მიმდინარე პრობლემებზე ესაუბრა, როგორც იწერება, შეხვედრას მანუელ ნოიერი, ტომას მიულერი, იოზუა კიმხიი და კინგსლი კომანი ესწრებოდნენ.