კოუტინიო პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ბევრი უნდა ვიმუშავოთ

კოუტინიო პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ბევრი უნდა ვიმუშავოთ

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, "პადერბორნთან" შეხვედრა შეაფასა.

"როგორც ვამბობდი, ეს ტოპ-ჩემპიონატია. ბუნდესლიგაში ყოველი თამაში ძალიან ინტენსიურია, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ბედნიერები ვართ, რომ თამაში მოვიგეთ და სატურნირო ცხრილში პირველები ვართ. თუმცა ახლა ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ეს პოზიცია შევინარჩუნოთ", - განაცხადა კოუტინიომ.

ბუნდესლიგის მე-6 ტურში "ბაიერნმა" სტუმრად "პადერბორნი" 3:2 დაამარცხა და კონკურენტებმაც გაუკეთეს საჩუქარი: "ლაიფციგი" შინ "შალკესთან" 1:3 დამარცხდა, ხოლო დორტმუნდის "ბორუსიამ" სახლში ბრემენის "ვერდერს" ვერ მოუგო (2:2).

"ბაიერნი" 14 ქულით ლიდერია, მაგრამ "ლაიფციგს", "შალკეს", მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" და ლევერკუზენის "ბაიერს" თანაბარი 13-13 ქულა აქვთ. შემდეგ მოდიან "ვოლფსბურგი" (12) და დორტმუნდის "ბორუსია" (11).


29-09-2019, 16:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0