ხვალ, ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი შინ ლევერკუზენს უმასპინძლებს.
აღნიშნულ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთ კითხვაზე, თუ რა რეაქცია აქვს გერმანელ სპეციალისტს მის მიმართ აგორებულ კრიტიკაზე, ნაგელსმანი პასუხობს:
"ყოველ კრიტიკას გულთან მივითან, როცა ის ჩემს ყურადღებას მიიპყორბს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და ამას ცხადია მეც ვგრძნობ.
ვიცი, რომ გუნდის წარმატებისთვის ყოველდღიურად დიდ სამუშაოს ვასრულებ - მე არ ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი, არც მოთამაშეები, ეს გუნდური სპორტია", - განაცხადა ნაგელსმანმა.