ხვალ, ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი შინ ლევერკუზენს უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს:
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, მუსიალა - მანე.
ცნობისთვის, ბაიერნს და ლევერკუზენს შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.