ლეგენდარული გერმანელი ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი არ გამორიცხავს, რომ უნიონ ბერლინი მოულოდნელად ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდეს.
"გამარჯვებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთავარ მეტოქედ ისეთი ძლიერი გუნდი გყავს, როგორიც ბაიერნია - ისინი ბუნდესლიგის დომინანტები არიან უკვე მრავალი წელია.
თუმცა, ოცნება ყველას შეუძლია. რატომაც არა? ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამის მაგალითები წარსულშიც მრავლადაა.
იგივე სიტუაცია იყო "კაიზერსლაუტერნში", როცა უმაღლეს ლიგაში ამოსვლისთანავე, 1998 წელს ჩემპიონები გავხვდით.
შეგვიძლია "ლესტერის" მაგალითიც მოვიყვანოთ, რომელმაც 2016 წელს პრემიერლიგა ყველასთვის მოულოდნელად მოიგო.
ფეხბურთში შესაძლოა რაღაც მომენტში საკუთარ შესაძლებლობებს გადაახტე, თუმცა ეს მდგომარეობა მთელი სეზონი უნდა შეინარჩუნო", - განაცხადა ბალაკმა.
ცნობისთვის, გასული 7 ტურის შემდეგ უნიონ ბერლინი ბუნდესლიგას ერთპიროვნულად, 17 ქულით ლიდერობს და ბაიერნს 5 ქულით უსწრებს.