"სირცხვილია, რომ ინგლისმა ასეთი ტალანტი ხელიდან გაუშვა", - საუთგეიტი მუსიალაზე
მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა ტალანტს, ჯამალ მუსიალას ინგლისური ფეხბურთოს სკოლა აქვს გავლილი.
მას უთამაშია ინგლისის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში და ბოლო ახალგაზრდულ ნაკრებშიც, თუმცა ჩელსის აღზრდილმა, საბოლოოდ გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგო.
მუსიალას ტალანტზე და მის გადაწყვეტილებაზე ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ისაუბრა:
"მუსიალა განსაკუთრებული ფეხბურთელია. კარგად იცით, თუ რამდენმად მოგვწონდა ის და რამდენად ვცდილობდით მის შენარჩუნებას.
თუმცა, ის მიუნხენის ბაიერნში გერმანიის ნაკრების რვა მოთამაშესთან ერთად ვარჯიშობდა და ცხადია, მათ ჰქონდათ მუსიალაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
დასანანი და სირცხვილია, რომ ასეთი განსაკუთრებული ტალანტის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ", - განაცხადა საუთგეიტმა.