გუშინ, ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ბაიერნმა შინ ლევერკუზენს უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ, 4:0 დაამარცხა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა BILD-ი იტყობინება, ნაგელსმანმა მატჩის მიმდინარეობისას ხმა დაკარგა, გუნდის მედიკოსმა რონალდ შმიდტმა გასახდელიდან მას ყელის აბები მოუტანა და ნაგელსმანის ყელის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.
ცნობისთვის, გერმანელი სპეციალისტი წარსულშიც ებრძოდა ხმის იოგების პრობლემებს, რის გამოც ლოგოპედთან სიარულიც მოუწია.