ახლახანს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მიუნხენულ გრანდს ტომას მიულერი და იოზუა კიმიხი გამოაკლდება.
ფეხბურთელებს დღეს ოფიციალურად დაუდასტურდათ კორონავირუსი. როგორც "ბაიერნის" ოფიციალური გვერდი იტყობინება, არცერთ მათგანს სიმპტომები არ აღენიშნება, თავს კარგად გრძნობენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ამ მომენტისთვის, უცნობია თუ როდის დაუბრუნდებიან მოთამაშეები საფეხბურთო მოედანს.