მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა, სადიო მანემ გერმანულ გუნდში ადაპტაციის პერიოდზე ისაუბრა:
"ყველაფერი კარგად მიდის. ადვილი არ არის, როცა ერთი კლუბიდან მეორეში გადადიხარ. ინგლისში რვა ძალიან კარგი წელი გავატარე, ექვსი წელი ლივერპულში, ორი საუთჰემპტონში ახლა კი ახალ ქვეყანაში ვარ...
ეს ჩემთვის ადვილი არ არის, რადგან უეცრად ყველაფერი იცვლება: ხალხი, ვარჯიშები, აბსოლუტურად ყველაფერი. ასე რომ, ეს საერთოდ არ არის ადვილი. ადაპტაციისთვის გარკვეული დრო მჭირდება და ეს ბუნებრივია, მანამდეც ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, ამიტომ გასაკვირი არაფერია. ყველაფერი ისე ხდება, როგორც წარმომედგინა.
გულშემატკივრებმა კარგად მიმიღეს, ისინი ნამდვილი ქომაგები არიან - ზოგადად, კლუბის გარშმო საოცარი ხალხია, ამიტომაც ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა მანემ.