გნაბრიმ მარიო გომესის მიღწევა გაიმეორა

გნაბრიმ მარიო გომესის მიღწევა გაიმეორა

დღეს საღამოს ლონდონში მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა გარემარბის, სერჟ გნაბრის, ბენეფისი შედგა!

"რეკორდმაისტერმა" ლონდონის "ტოტენჰემი" გასვლაზე 7:2 გაანადგურა და საღამოს მთავარი გმირი გნაბრი გახდა.

24 წლის გერმანელმა პოკერი გაიფორმა და გახდა მხოლოდ მეორე გერმანელი მოთამაშე და ასევე მხოლოდ მეორე "ბაიერნის" მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სერჟმა მარიო გომესის მიღწევა გაიმეორა. გომესმა "ბაიერნის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პოკერი 7 წლის წინ, 2012 წელს, 1/8 ფინალურ ეტაპზე მიუნხენში "ბაზელს" (7:0) გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ სერჟ გნაბრისთვის ეს პირველი გოლებია ჩემპიონთა ლიგაზე.


2-10-2019, 04:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0