ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში ბაიერნმა შინ პლზენს უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.
აღნიშნული გამარჯვებით, რეკორდმაისტერმა რეალ მადრიდის რეკორდი მოხსნა - ამიერიდან, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გუნდია, რომელიც ჯგუფური ეტაპის ზედიზედ 31 მატჩში არ დამარცხებულა.