ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში ბაიერნმა შინ პლზენს უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გერმანული კლუბის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკეთა და ლეროი სანეზე ისაურბა:
"ვფიქრობ, სანემ გაიგო თუ რას ვითხოვთ ჩვენ და მაყურებლები მისგან. როცა ის დაცვაში ეხმარება თანაგუნდელებს და შემდეგ მთელი სიძლიერით შეტევაში გადადის, ასეთ მომენტებში მას შეუძლია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.