გერმანულ გამოცემა BILD-ს ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის სამზარეულის რამდენიმე თანამშრომელი ხელფასების გამო გაიფიცა.
საქმე იმაშია, რომ კლუბი შეფ-მზარეულის ალფონს შუჰბეკის კომპანიას თანხას ჩვეულებრივად უხდის, რომელიც თავის მხრივ მზარეულებს უნდა უხდიდეს ანაზღაურებას, თუმცა შუჰბეკის ანგარიშები გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაბლოკილია (საუბარია 2 მილიონ ევროზე).
ბაიერნის სურვილია, რომ ყველა თანამშრომელმა უკლებლივ მიიღოს კუთვნილი თანხა - "გადახდა დაუყონებლივ მოხდება", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.