მიუნხენის ბაიერნის შემტევმა, სადიო მანემ დორტმუნდთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა:
"კარგად ვიცი, თუ როგორი განსაკუთრებულია "ყვითლების" წინააღმდეგ თამაში. ყველამ იცის, რომ დორტმუნდის სტადიონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა - იქ თამაში ფანტასტიკურია.
ყველას უნდა ამ თამაშში მონაწილებოს მიღება, მოუთმენლად ველოდებით - ეს იქნება საინტერესო და რთული შეხვედრა", - განაცხადა მანემ.
ცნობისთვის, დორტმუნდი და ბაიერნი ერთმანეთს შაბათს, 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაუპირისპირდებიან.