მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ერლინგ ჰოლანდის "რეკორდმაისტერში" არ შემდგარ ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი:
"როდესაც ვფიქრობ ჰოლანდის თემაზე, ბუნდესლიგას და პრემიერ ლიგას შორის არსებულ შეუსაბამობაზე მეფიქრება და ეს არ გულისხმობს მხოლოდ ტელევიზიებით მიღებულ შემოსავლების განსხვავებაზე - მანჩესტერ სიტი არის კლუბი, რომელსაც მხარ უჭერენ ინვესტორები უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობებით.
თუ გვსურს, რომ განვითარდეთ ჩვენ, როგორც კლუბი და მთლიანად ბუნდესლიგა, ამაზე ბევრი უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რასაც უკვე ვაკეთებთ და ვცდილობთ გამოვასწოროთ", - განაცხადა კანმა.