როგორც უკვე მოგახსენეთ, ტომას მიულერს და იოზუა კიმიხს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
გუშინ, გერმანული წყაროები წერდნენ, რომ თუ მოთამაშეები დღეისთვის კორონავირუსის ტესტზე უარყოფით შედეგს აჩვენებენ და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშ იქნებოდნენ, სავარჯიშო პროცესს იმავე დღესვე განაახლებენ და მათი დორტმუნდის წინააღმდეგ თამაშის შანსიც მაღალი იყო.
თუმცა, როგორც ნაგელსმანმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, ტომას მიულერს კვლავ აღენიშნება გაციების სიმპტომები და ხვალინდელ მატჩში მისი მონაწილეობა გამორიცხულია.
რაც შეეხება იოზუა კიმიხს, გერმანელი შუახაზელი დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებას.