ხვალ, ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად დორტმუნდს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ნაგელსმანი ჟურნალისტებს ესაუბრა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, "გქონდათ თუ არა კონტაქტი ხვალინდელი მატჩის წინ ზულესთან?" - ნაგელსმანმა უპასუხა:
"ჩვენ ერთმანეთს არ მივწერთ, მაგრამ მატჩის წინ აუცილებლად ჩავეხუტები და რაღაცას ვეტყვი, თუმცა შეტყობინებებს ერთმანეთს არ ვწერთ...", - განაცხადა ნაგელსმანმა.