ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, მიუნხენის "ბაიერნთან" სამარცხვინო წაგება (2:7) შეაფასა.
"რთულია ასეთი შედეგის მიღება, მაგრამ რას იზამ თუ მეტოქე ძალიან მაღალი დონისაა და საოცრად ეფექტურად გამოიყენა მომენტები...რა თქმა უნდა, გაბრაზებულები ვართ, მაგრამ ერთად უნდა ვიდგეთ, ძალები მოვიკრიბოთ და მენტალური სიძლიერე შევინარჩუნოთ!
შესაძლოა ჩემი საუბარით დაიღალეთ, მაგრამ ფეხბურთი არის დღეს და არა გუშინ. ყოველთვის უნდა იშრომო დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის. მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ქენი სამი თვის წინ!", - აღნიშნა 47 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა.
"დეზები", რომლებიც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტები არიან, B ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.