მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანამ კინგსლი კომანის გამოჯანმრთელების პროცესზე ისაუბრა:
"ის ჯანმრთელია, ყველა ფიტნეს ტესტი ჩააბრა და გუნდურ ვარჯიშებსაც დაუბრუნდა, თუმცა ჯერ სასტარტო თერთმეტეულში მოსახვედრად ბოლომდე მზად არ არის - შუძლია შეცვლაზე შემოვიდეს და მზად არის, 30-40 წუთის განმავლობაში ითამაშოს", - განაცხადა ნაგელსმანმა.