ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ვერ უწევს წლების განმავლობაში დორტმუნდის ბორუსია მიუნხენურ გუნდს კონკურენციას:
'ჩვენ ძალიან სტაბილურები ვართ, რადგან გუნდი მუდმივად იზრდება. ხშრად მოგვყავს ახალი ფეხბურთელები, პარალელურად კი დორტმუნდი მნიშვნელოვან მოთამაშეებს ყიდის.
ეს გარკვეულ დისსბალანსს იწვევს და გუნდი მთლიანობაში ვერ ვითარდება, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა. ბაიერნი გაერთიანებულია, რაც უკვე ლისაბონში ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების დროს იხილეთ.
ფლიკმა ძალიან კარგი და დიდი სამუშაო გასწია, ნაგელსმანს კი თავისი სტილი აქვს..', - განაცხადა ჰიონესმა.