მოგეხსენებათ, გასულ ზამთარს, მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მცველი, ნიკლას ზულე დორტმუნდის ბორუსიას 4-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა.
გავიხსენოთ, რატომ ვერ მოახერხა ზულემ და ბაიერნმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმება:
თუ გერმანულ გამოცემა Kicker-ს დავუჯერებთ, 26 წლის მცველი ბაიერნისგან ახალი კონტრაქტის თანახმად ორჯერ მეტ ხელფას, დაახლოებით 16 მილიონ ევროს ითხოვდა ყოველწლიურად. ზულეს აღნიშნულ მოთხოვნაზე რეკორდმაისტერმა მალევე უარით უპასუხა.
ბაიერნის პოზიცია ფეხბურთელმა უპატივცემულო ნაბიჯად აღიქვა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფერისა, ბაიერნი გაკრვეულ დათმობაზე მაინც წავიდა, საბოლოოდ ზულე და მიუნხენური კლუბი ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც 27 წლის მცველი დორტმუნდის ბორუსიაში გადაბარგდა.
ცნობისთვის, დორტმუნდში ზულეს ყოველწლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევროა.