ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში დორტმუნდის ბორუსიამ შინ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბელინგემმა აღნიშნა, რომ ბაიერნის თანამშრომლებს დევისის გაყვანის ეპიზოდში ბოდიში მოუხადა და იგივეს თქმას, რეკორდმაისტერის მცველისთვისაც აპირებს:
"მისი თავი დაბლა იყო, ფეხბურთის თამაშის დროს, არასდროს მსურს ვინმეს ტრავმა მივაყენო - ეს განზრახ არ გამიკეთებია. არ მსურდა მისთვის ზიანის მიყენება და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - განაცხადა ბელინგემმა.
VIDEO: ბელინგემის უხეში თამაში დევისის წინააღმდეგ