ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში დორტმუნდის ბორუსიამ შინ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ჯუდ ბელინგემმა დევისის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც ბაიერნის მცველი მოედნიდან გაიყვანეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ეპიზოდზე კომენტარი მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმაც გააკეთა:
"სავარაუდოდ ტვინის შერყევასთან გვაქვს საქმე და ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ დარტყმა პირდაპირ სახეში მიიღო.
4 თვის წინ გვქონდა კურსი, სადაც გვითხრეს, რომ სახეში დარტყმა პირდაპირ წითელი ბარათით ისჯება. ამის განხილვა საჭირო არ არის - ეს ყვითელი ბარათიც კი არ ყოფილა, პირდაპირ წითელი!", - განაცხადა ნაგელსმანმა.