ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში დორტმუნდის ბორუსიამ შინ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მიუნხენელთა მცველმა, ბენჟამინ პავარმაც გააკეთა:
"საკუთარ თავებზე გაბრაზებულები ვართ, რადგან 2-0 ვიგებდით და არასაჭირო გოლები გავუშვით. დორტმუნდს უნდა მივულოცოთ, ისინი არ დანებდნენ. |
ახლა კი მომდევნო მნიშვნელოვან მატჩებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება", - განაცხადა პავარმა.