მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში დორტმუნდის ბორუსიამ შინ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ჯუდ ბელინგემმა დევისის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც ბაიერნის მცველი მოედნიდან გაიყვანეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ბაიერნის განცხადებით, ალფონსო დევისს თავის ქალა აქვს დალურჯებული და კლუბის გადაწყვეტილებით, კანადელმა დღევანდელ ვარჯიშზე დაისვენა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო გაუცდება დევისს.