მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში დორტმუნდის ბორუსიამ შინ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
მიუნხენურმა გრანდმა მეორე გოლი მატჩის ბოლო წამებზე გაუშვა, რაზეც ოლივერ კანს ემოციური რეაქცია ჰქონდა და ძალიან გაბრაზდა - მოგვიანებით, ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა გაბრაზების მიზეზზე ისაუბრა:
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეხვედრა 2-2 დასრულებულიყო. თამაშის ბედი დიდი ხნით ადრე უნდა გადაგვეწყვიტა. ზოგიერთ სიტუაციაში უკეთ თამაში გვმართებდა.
დორტმუნდი საკმაოდ "მკვდარი" იყო თამაშის მიმდინარეობისას და ჩვენ თვითონვე დავაბრუნეთ ისინი თამაშში", - განაცხადა კანმა.
ასევე: VIDEO: ოლივერ კანის რეაქცია დორტმუნდთან ბოლო წამებზე გაშვებული გოლის შემდეგ