დღეს დილით, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მიუნხენის ბაიერნს ჯამალ მუსიალა დააკლდება.
კლუბის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი კორონავირუსით არის ინფიცირებული, თუმცა თავს კარგად გრძნობს და იზოლაციის პერიოდს სახლში გაივლის.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 19 წლის შემტევი ბაიერნის უპირობო ლიდერია, მის ანგარიშზე 13 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
რამოდენიმე დღის წინ კი კორონავირუსით ბაიერნის კიდევ ორი მოთამაშე, ტომას მიულერი და იოზუა კიმიხი დაინფიცირდნენ, უფრო ადრე (გერმანიის ნაკრების შეკრებაზე) კი მანუელ ნოიერი და ლეონ გორეცკა - მოკლედ, ბაიერნში კორონავირუსის მხრივ, სერიოზული პრობლემებია.