გერმანული მედიის ინფორმაციით, გუშინ ბაიერნის პრეზიდენტს, კარლ ჰანს რუმენიგეს და ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იუპ ჰაინკესს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იულიან ნაგელსმანი იყო - ჰაინკესს მიაჩნია, რომ ნაგელსმნას ბაიერნის მწვრთნელობისთვის საკმარისი გამოცდილება არ აქვს და ეს მისი მუშაობის პირველ პერიოდშიც გამოჩნდა.
შეხვედრის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია, მაგრამ ერთ რამ ცხადია - ჰაინკესი ნაგელსმანის მწვრთნელობას ბაიერნში პესიმისტურად უყურებს.