ბაიერნმა ოლიმპიასტადიონის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად, სპეციალური მაისურები გამოუშვა.
ოლიმპიასტადიონი (გერმ. Olympiastadion) — სტადიონი მიუნხენში, აშენებულია 1968-1972 წლებში 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის, მდებარეობს მიუნხენის „ოლიმპიაპარკის“ ცენტრში. ეტევა 69,250 მაყურებელი. უეფას კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია.
ალიანს არენის აშენებამდე აქ საშინაო მატჩებს მართავდნენ მიუნხენის ბაიერნი და საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860.