ხვალ, ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი შინ ფრაიბურგს უმასპინძლებს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ჟურნალისტებს ესაუბრა და მანუელ ნოიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა:
"ნოიერი ხვალ ვერ ითამაშებს, რადგან ჯერ კიდევ აქვს მხარზე პრობლემები, ტკივილები აწუხებს. იმედი მაქვს, რომ მომავალი კვირისთვის მზად იქნება და ითამაშებს", - განაცხადა ნაგელსმანმა.