მანუელ ნოიერი ამ დრომდე არ გამოჯანმრთელებულა და დღეს, ფრაიბურგის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ბაიერნს კვლავ ვერ დაეხმარა.
ცნობისთვის, ბაიერნმა მეტოქე 5:0 გაანადგურა და კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
მანუელ ნოიერმა შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი: "ვიქნები თუ არა ორშაბათს ფრაიბურგის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის მზადყოფნაში? წარმოდგენა არ მაქვს - გამოჯანმრთელების პროცესს ყოველდღიურად უნდა დავაკვირდეთ", - განაცხადა ნოიერმა.
ცნობისთვის, 19 ოქტომბერს, აუგსბურგი საკუთარ მოედანზე ბაიერნს უმასპინძლებს.