მიუნხენის ბაიერნის განცხადებით, გუნდის გერმანელ ვინგერს, ლეროი სანეს, გასულ ტურში, ფრაიბურგთან 5:0 მოგებული შეხვედრის დროს, ბარძაყისკუნთი დაეჭიმა, რის გამოც გარკვეული დრო გაუცდება.
ადგილობრივი გამოცემა BILD-ი კი ირწმუნება, რომ სანე დაახლოებით 3 კვირას იუქმებს.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 20 ნოემბერს აიღებს, მანამდე კი სანეს ფორმაში ჩასადგომად 1 თვეზე მეტი დრო აქვს.
26 წლის ვინგერი მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში გამართულ 14 შეხვედრაში თავის გამოჩენა 9 გოლით და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა.