პარიზში გამართულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ბარსელონას მოთამაშე გავი დასახელდა, თუმცა ნომინაციაში ბაიერნის შემტევი, ჯამალ მუსიალაც იყო წარდგენილი, რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა - მეორეზე მადრიდის რეალის შუახაზელი, ედუარდო კამავინგა გავიდა.
დაჯილდოების შემდეგ, რეკორდმაისტერის მცველმა, ალფონსო დევისმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ჯამალ მუსიალა გაამხნევა:
"მათ შესაძლოა უარი გითხრეს კოპას თასზე, მაგრამ სამომავლოდ ოქროს ბურთზე ვეღარ გეტყვიან უარს", - წერს ფონზი ტვიტერზე.