მოგეხსენებათ, ბოლო მატჩებია, მიუნხენის ბაიერნს მანუელ ნოიერი აკლია - გერმანელ მეკარეს მხრის ტრავმა აქვს და როგორც იწერება, ჯერ მისი დაბრუნება მოსალოდნელი არ არის.
როგორც გერმანული გამოცემა BILD-ი წერს, მანუს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რისკზე წასვლა არ სურს:
"ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს და მხრის ტრავმის გამო, რისკზე წასვლა არ სურს. ნაგელსმანმა მეკარეს თავისუფლება მისცა და თავად ნოიერი გადაწყვეტს, თუ როდის იქნება 100%-ით მზად და მოედანზე სრულფასოვნად დასაბრუნებლად", - წერს გამოცემა.