გერმანიის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი გასვლაზე აუგსბურგს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:5 გაანადგურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ლეონ გორეცკამ გააკეთა და აღნიშნული მატჩი შეაფასა:
"საწყისი 10 წუთი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ მოგვიანებით თამაშის კონტროლი მოვახერხეთ და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ვიცოდით, რა გველოდებოდა აქ - აუგსბურგი ჩვენთვის არასასიამოვნო გუნდია.
ჩუპო-მოტინგმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, როცა ანგარიში გაათანაბრა - ის ბრწყინვალე მოთამაშეა", - განაცხადა გორეცკამ.