პარიზში გამართულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ბარსელონას მოთამაშე გავი დასახელდა, თუმცა ნომინაციაში ბაიერნის შემტევი, ჯამალ მუსიალაც იყო წარდგენილი, რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა - მეორეზე მადრიდის რეალის შუახაზელი, ედუარდო კამავინგა გავიდა.
აღნიშნულ პრიზზე და გამარჯვებულზე კომენტარი თავად 19 წლის მოთამაშემაც გააკეთა:
"ვფიქრობ, რომ გავი შესანიშნავი მოთამაშეა. ცხადია, მიმაჩნია, რომ მეც და ბელნგიემსაც გვქონდა მოგების შანსი, თუმცა გავი შესანიშნავი მოთამაშეა და არაფერი მაქვს ამის საწინააღმდეგო. კარგი სეზონი ჩაატარა და პატივს ვცემ.
უბრალოდ კონცენტრირებული უნდა დავრჩე და შეხვედრები მოვიგო. ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა მუსიალამ.