როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმაც გააკეთა:
"რიბერი ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გულშემატკივრებს მისი მოედანზე ხილვა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ის, თუ როგორ გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა ფრანგი. მისი თამაშის ყურებისას, შეგეძლოთ გეთქვათ, რომ ის ბაიერნში თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.
რიბერი შესანიშნავი მეგობარი და საიმედო მოთამაშეა", - განაცხადა ჰიონესმა.