როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი რიბერის ყოფილმა თანაგუნდელმა, ბასტიან შვაინშტაიგერმაც გააკეთა:
"ლეგენდა ტოვებს მოედანს...
ჩვენ ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ და მოედანზე სასიამოვნო დრო გავატარეთ. გილოცავ გამორჩეულ კარიერას - შენ იყავი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ვისთან ერთადაც მითამაშია, ეს სასიამოვნო იყო", - წერს შვაინშტაიგერი სოციალურ ქსელში.