რუმენიგემ პერიშიჩის თამაში შეაფასა

რუმენიგემ პერიშიჩის თამაში შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გუნდის ხორვატი ახალწვეულის, ივან პერიშიჩის, პოტენციური გამოსყიდვის საკითხი განიხილა.

"ჩვენ ის სათამაშოდ მოვიყვანეთ და როდესაც ივანმა შანსი მიიღო კარგად გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას.

მან რამდენიმე გოლიც გაიტანა. კომანი და გნაბრი ჩინებულად ვითარდებიან, მაგრამ ივანიც ყოველთვის კარგად გამოიყურება.

მან სეზონი კარგად დაიწყო, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სეზონის ბოლოს გამოვისყიდოთ. გვაქვს უფლება, რომ ამის შესახებ "ინტერს" მოველაპარაკოთ, ამიტომ დრო ჯერ არის", - განაცხადა რუმენიგემ.

30 წლის ხორვატი გარემარბი მიუნხენელებმა მილანის "ინტერიდან" იჯარის წესით დაიმატეს და პერიშიჩმა 6 თამაშში 2 გოლი გაიტანა, 2 ასისტი გააკეთა.


11-10-2019, 14:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2