როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფორვარდმა და ამჟამად ბარსელონას ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმაც გააკეთა:
"ფრენკ, სასიამოვნო და დიდი პატივი იყო შენთან ერთად ერთ გუნდში თამაში, წარმატებებს გისურვებ", - წერს პოლონელი სოციალურ ქსელში.