ბუნდესლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანა გააკეთა:
"დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს არ ყოფილა იოლი შეხვედრა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იქითკენ, სადაც უნდა ვიყოთ. პირველ ტაიმში ინტენსიურად ვითამაშეთ, და ვფიქრობ დუელების 71% მოვიგეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. 4-5 გოლის გატანა შეგვეძლო.
მეორე ტაიმში უკვე ცხადი გახდა, რომ ჰოფენჰაიმი მეტად გარისკავდა და კიდევ უფრო მაღლა ამოიწევდა დაცვიდან. თამაშის ტემპი ოდნავ შევანელეთ, რაც გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ ბარსელონასთან და მაინცთან მონასლოდნელ მატჩებს", - განაცხადა ნაგელსმანმა.