ბაიერნის ნახევარმცველმა, ბუნა სარმა გუშინ ინსტაგრამზე მიუნხენის აერეპორტში გადაღებული მებაჟეების ფოტო სახეზე კლოუნის სმაილებით გამოაქვეყნა.
სარი საფრანგეთიდან შაბათ-კვირას დაბრუნების შემდეგ, საბაჟოში ორი საათის განმავლობაში დააყოვნეს და ძვირფასი ნივთები ჩამოართვეს.
"აეროპორტში დაეშვები, ბარგს ელოდები და 200-ზე მეტი მგზავრიდან, სწორედ შენ გიგზავნიან საბაჟოს ძაღლს, თითქოს უწმინდური ან დილერი იყო.
ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს - როდის შევძლებთ და საკუთარ თავებს ისე ვიგრძნობთ, როგორც სახლში, სერიოზულად.. ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს", - განაცხადა 30 წლის შუახაზელმა.
მოგვიანებით, საბაჟოს წარმომადგენელმაც გააკეთა აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი: "მტკიცედ უარვყოფ რასიზმის ბრალდებას. ეს იყო ჩვეულებრივი შემოწმება, საბაჟოს ძაღლმა აიღო კვალი და ჩვენც ვიმოქმედეთ - ბატონი სარი გადავიყვანეთ გამშვებ პუნქტში, სადაც მისი ბარგი გადავამოწმეთ."
საბაჟოში არ აკონკრეტებენ თუ რა ნივთები ჩამოართვეს ბაიერნის ფეხბურთელს, თუმცა როგორც BILD-ი იტყობინება, საუბარია ძვირადღირებულ საათზე, რომელიც სარმა არ აღრიცხა.