მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, "ბაიერნის" ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ისაუბრა თავის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავლის გეგმებზე.
"ჩვენ წარმოვადგენთ დიდ ოჯახს, "ბაიერნს" გააჩნია ისეთივე საფეხბურთო ფილოსოფია და ტრადიციები, როგორც "ბარსელონას" და "აიაქსს".
მე და ჩემი ოჯახი მიუნხენში თავს ფანტასტიკურად ვგრძნობთ, ქალაქში ცხოვრების დონე განსაკუთრებულად მაღალია.
გამარჯვება, ეს არის ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ვთამაშობ" - განაცხადა ტიაგომ.
შეგახსნებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი კლუბს 2013 წელს შეუერთდა, კონტრაქტის მოქმედების ვადა კი 2021 წლამდეა გათვალისწინებული.