ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა საშინაო არენაზე მაინცს უმასპინძლა და მეტოქე 6:2 გაანადგურა.
მატჩის მე-5 წუთზე, ნაგელსმანის გუნდი სერჟ გნაბრიმ დააწინაურა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გერმანელმა ვინგერმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა:
"ამ მომენტში, ჩვენი თამაშისგან სიამოვნებას ვიღებთ. როცა ყველაფერი კარგად არ მიგვდიოდა, საკუთარ თავებს საჭირო კითხვები დავუსვით და ამ პრობლემების გამოსწორებაზე ვიმუშავეთ.
პირადად ჩემთვის, იმაზე ცუდად საქმე ვერ წავიდოდა, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ გვქონდა", - განაცხადა გნაბრიმ.