"ახალი გამოწვევების მიღება მსურს", - პავარი ბაიერნიდან წასვლას აპირებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მცველი, ბენჟამინ პავარი ახალ გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს. ეს ყოველივე ფრანგმა მცველმა რამოდენიმე დღის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა:
"ბაიერნში ყველა ტიტული მოვიგე, ახლა კი ახალი გამოწვევების მიღება მსურს, ვფიქრობ ამისთვის ახლა იდეალური დროა.
საინტერესოა ახალი ქვეყანა, ახალი ჩემპიონატი და ახალ გუნდში თამაში", - განაცახდა პავარმა.