ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურში, გერმანიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლეროი სანე ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს.
26 წლის მოთამაშემ მუხლზე დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო. თუმცა, როგორც იწერება, სერიოზული არაფერია და სანე ნაკრების დახმარებას მომდევნო ტურებში შესძლებს.
ცნობისთვის, გერმანიასა და იაპონიას შორის გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.