მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების ამომავალ ვარსკვლავზე, 19 წლის ჯამალ მუსიალაზე ისაუბრა:
"დარწმუნებული ვარ, რომ მუსიალა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლებს გაიტანს და თუ ეს ასე არ მოხდება, ის მაინც ბრწყინვალე მოთამაშეა და ფეხბურთის თამაშით დიდ სიამოვნებას იღებს.
ძალიან მომწონს მისი მიდგომა ყველა გამოწვევის მიმართ, ის ამბობს: მე მინდა ვიყო მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე - ეს არის ნამდვილი მი სან მია! მას შარშან მორცხვ ბამბის ეძახდნენ, თუმცა ეს პერიოდი უკვე დასრულებულია!
მას საკუთარი თავისგან მკაფიო მოლოდინი აქვს, თუ რისი მიღწევა სურს ფეხბურთში და ვფიქრობ ეს შესანიშნავია. შესაძლებლობების თვალსაზრისით, ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭის პატრონია", - განაცხადა ჰაინერმა.