როგორ გამოეხმაურა ბაიერნი კინგსლი კომანის მიმართ გაკეთებულ რასისტულ კომენტარებს? (ფოტო)

როგორ გამოეხმაურა ბაიერნი კინგსლი კომანის მიმართ გაკეთებულ რასისტულ კომენტარებს? (ფოტო)

მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდა და გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიუნხენის ბაიერნის 2 ფეხბურთელი, კინგსლი კომანი და დაიო უპამეკანო იღებდნენ.

კომანი მატჩში 71-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო უპამეკანომ სასტარტოდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

განაცხადში ასევე იყო ბაიერნის მესამე ფეხურთელი, ბენჟამინ პავარი, თუმცა ამ უკანასკნელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ კომანმა პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი გააცუდა, რის გამოც მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში რასისტული კომენტარების მსხვერპლი გახდა.

აღნიშნული ფაქტი უყურადღებოდი არც ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდს დაუტოვებია: "ბაიერნი კატეგორიულად გმობს კინგსლი კომანის მიმართ გაკეთებულ რასისტულ კომენტარებს. ბაიერნის ოჯახი შენს უკან დგას კინგ, რასიზმის ადგილი არ არის არც სპორტში და არც საზოგადოებაში", - წერია კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.


20-12-2022, 23:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0