"მხარს 100%-ით კანს და სალიჰამიჯიჩს ვუჭერს", - ბაიერნის პრეზიდენტი ნოიერის სკანდალურ ინტერვიუზე

"მხარს 100%-ით კანს და სალიჰამიჯიჩს ვუჭერს", - ბაიერნის პრეზიდენტი ნოიერის სკანდალურ ინტერვიუზე

მსოფლიო საფეხბურთო პრესა ბოლო დღეების განმავლობაში მანუელ ნოიერის The Athletic-თან მიცემულ სკანდალურ ინტერვიუს განიხილავს. 

36 წლის მეკარემ ბაიერნის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა, ამის მთავარი მიზეზი კი გუნდიდან ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლება გახდა, რომელიც მანუს მეგობარი და მეჯვარეა.

ნოიერის ბრალდებებს კლუბის პრეიზდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმაც უპასუხა:

"ჩვენთვის გაუგებარი და გულდასაწყვეტია, რომ მანუელი ჩვენკენ მომავალ გზას არ ეძებდა და პირდაპირ გამოვიდა საჯაროდ.

უფრო იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე გაბრაზებული, რადგან ვფიქრობდი, რომ მანუელი - რომელიც ამდენი ხანია ჩვენთანაა, პირველ რიგში ჩვენთან მოვიდოდა ყოველივე ამის განსახილველად.

100%-ით მხარს ვუჭერ იმას, რაც ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი ამბობს. ჩვენ ახლა ნოიერთან ერთად თავსხდებით და ყველაფერზე მშვიდად და პროფესიონალურად ვისაუბრებთ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნოიერი კვლავ გამოჯანმრთელდეს და თამაში შეძლოს - შემდეგ კი ვნახავთ რა როგორ იქნება
", - განაცხადა ჰაინერმა.

გირჩევთ წაიკითხოთ: "წაქცეულზე დამარტყეს" - ნოერმა ბაიერნის ბოსები გააკრიტიკა


6-02-2023, 23:59
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0