მიუნხენის ბაიერნის და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, დაიო უპამეკანომ პსჟ-სთან მოახლოებულ მატჩზე გააკეთა კომენტარი:
"ზეწოლა ორივე გუნდზეა, რადგან გამარჯვება ორივეს ძალიან გვსურს. გვჯერა, რომ ჩვენი მწვრთნელი ყველაფერს სწორად გააკეთებს. ის გაიმარჯვებს, ვისაც მეტი სურვილი ექნება ამისთვის და შემდეგ უკვე შესაძლოა ტიტულის მოგებაზე ფიქრიც", - განაცხადა უპამეკანომ.
ცნობისთვის, პსჟს და ბაიერნს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.